ნეიმარი "პსჟ"-ს მეიასურის მორგებას აღარ აპირებს

1-08-2019, 17:41

Sport.es-ის მიერ გავრცელეული ინფორმაციით თანახმად, ნეიმარი "პარი  სენ-ჟერმენის" მაისურის მორგებას აღარ აპირებს.

მოგეხსენებათ, ბრაზილიელს "პსჟ-ს" დატოვება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურს და მან ამის შესახებ გუნდის ხელმძღვანელობასა და მთავარ მწვრთნელს უკვე აცნობა. გამოცემა იუწყება, რომ ფეხბურთელი "ბარსელონასგან" ახალ წინადადებას ელოდება.

რამდენიმე დღის წინ, ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ პარიზული გუნდი მზადაა, თავდამსხმელს 180 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "პსჟ-ს" მთელი თანხის მიღება სურს და ტრანსფერში სხვა ფეხბურთელების ჩართვაზე თანახმა არაა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით