მოიზე კინი "ევერტონს" უახლოვდება

1-08-2019, 20:09

უახლოეს მომავალში მოიზე კინი ტურინის "იუვენტუსს" დატოვებს.

იტალიური გამოცემა Sky Italia-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა თავდამსხმელი ლივერპულის "ევერტონში" გადასვლასთან ახლოსაა.

წყაროს ცნობით, მერსისაიდელები მზად არიან 19 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 42 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

შეგახსენებთ, რომ "ბებერი სინიორა" დიბალასა და ლუკაკუს გაცვლას გეგმავს. შესაბამისად, თავდამსხმელის გაყიდვის მიზეზიც სწორედ ესაა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

თბილისის "დინამო" "მანჩესტერ სიტის" ყოფილ ფეხბურთელს იმატებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით