კოუტინიო რჩება

1-08-2019, 19:08

როგორც გავლენიანი გამოცემა El Mundo Deportivo იტყობინება, ფილიპე კოუტინიო ამ ზაფხულში "ბარსელონას" არ დატოვებს.

როგორც იცით, ბრაზილიელი ნახევარმცველის გუნდიდან წასვლაზე ხშირად იწერებოდა, არაერთხელ დაუკავშირეს იგი "ლივერპულს", მაგრამ თავად მერსესაიდელების თავკაცმა იურგენ კლოპიმაც განაცხადა, რომ კოუტინიო "ლივერპულში" არ გადავა.

აღნიშნულის გარდა კოუტინიოს პრემიერ ლიგის სხვა კლუბებსა უკავშირებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა და ფილიპე კატალონიიდან წასვლას არ გეგმავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით