ოფიციალურად: "რეალმა" ხამეს როდრიგესის ტრანსფერზე გადაწყვეტილება მიიღო

1-08-2019, 20:27

უამრავი სატრანსფერო ჭორის მიუხედავად მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი კლუბში რჩება.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, "სამეფო კლუბის" წარმომადგენლები უკვე ესაუბრნენ 28 წლის ფეხბურთელს და განუცხადეს, რომ მას გუნდში დარჩენა შეუძლია და სატრანსფერო ბაზრიდან მოხსნეს.

ამჟამად "რეალის" საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი არის ტრავმირებული. გარდა ამისა, მარკო ასენსიო სეზონის დასრულებამდე ვერ დაბრუნდება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ზიდანმა ხამესის დატოვება.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელი ნახევარმცველი ბოლო 2 წლის მანძილზე იჯარის წესით მიუნხენის "ბაიერნში" გამოდიოდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით