"მანჩესტერი" ვუნდერკინდს იმატებს

1-08-2019, 21:50

მანჩესტერ "იუნაიტედი" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტის დამატებასთან ახლოსაა.

ბრიტანული გამოცემა The Mirror-ის ინფორმაციით, "მონაკოს" 16 წლის ნახევარმცველის, ჰანიბალ მეჯბრის აგენტი მანჩესტერში იმყოფება და კლუბთან კონტრაქტის საბოლოო დეტალებს აზუსტებს.

წყაროს ცნობით, "წითელ ეშმაკებს" ტრანსფერის სანაცვლოდ 1 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რადგან, ფრანგ ფეხბურთელს "მონაკოს" მაისურით კიდევ ორი წელი უნდა ეთამაშა.

მეჯბრი ფრანგული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება და მისი აგენტი ხორხე მენდესია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ქინქლაძე მას არც უნდა შეადარო! ის საუკეთესო იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით