"რეალის" გეგმა ბ - დონი ვან დე ბეკი

1-08-2019, 23:00

მადრიდის "რეალი" სარეზერვო გეგმის განხორციელებას აპირებს.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, "სამეფო კლუბსა" და მანჩესტერ "იუნაიტედს" შორის პოლ პოგბას თაობაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა. მიზეზი კი სატრანსფერო თანხაა.

წყაროს ცნობით, მადრიდელებს ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდა არ სურთ და მის ნაცვლად დონი ვან დე ბეკის შეძენას აპირებენ.

როგორც ცნობილია, "რეალი" მზადაა ახალგაზრდა ჰოლანდიელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს. დიდი ალბათობით, ტრანსფერი თავად ვან დე ბეკსაც ენდომება, რადგან, ის "სამეფო კლუბის" დიდი გულშემატკივარია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით