მალკომმა ვარჯიში გამოტოვა - ხვალ ტრანსფერი დადასტურდება

1-08-2019, 23:05

კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი გარემარბი, მალკომი ხვალ "ზენიტის" ფეხბურთელი გახდება.

22 წლის ვინგერმა გუშინ კატალონიური გრანდის ვარჯიში გამოტოვა. მიზეზი კი სწორედ ზემოხსენებული ტრანსფერი გახლავთ.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, მალკომი უკვე რუსეთში იმყოფება და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. ხვალ კი ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

"ბარსელონა" ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 42 მილიონ ევროს მიიღებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით