რატომ მისცეს ლაშა ტალახაძეს 2-წლიანი დისკვალიფიკაცია

1-08-2019, 23:40

საქართველოს მოწმედი წლის საუკეთესო სპორტსმენი იმ რთულ წლებს იხსენებს, როდესაც მან ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

სამწუხაროდთქვენს სპორტულ ბიოგრაფიაში იყო ცუდი პერიოდიცროდესაც აკრძალული პრეპარატის გამოორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღეთ

_ როგორც მორწმუნე, მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, შემიძლია ხატზე დავიფიცო, რომ დღესაც არ ვიცი, როგორ მოხვდა ჩემს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი. დისკვალიფიკაციის მიუხედავად, ვარჯიში ერთი დღითაც არ შემიწყვეტია.

დღეს ბევრს საუბრობენ მარიხუანის დეკრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციაზე.

_ ჩემთვის მიუღებელია, საქართველოს მოსახლეობის გენოფონდი დაბოლილი დადიოდეს. არც იმის მომხრე ვარ, რომ მარიხუანას მომხმარებელი ციხეში ჩასვან ან დიდი ფულადი ჯარიმით დასაჯონ. ეს არ არის გამოსავალი, რადგან ავადმყოფის გამოსაჯანმრთელებლად ჯარიმები და ციხე კი არა, მკურნალობაა საჭირო.

რა არის მოსახლეობის ნარკოტიკებით დაინტერესების მიზეზი?

_ ძირითადად, უმუშევრობა. აბა, მე სად მცალია მოსაწევად. კვირაში ექვსი დღე ვარჯიშით ვარ დაკავებული.

გამოსავალს რაში ხედავთ?

_ სამუშაო ადგილების შექმნაში. ახალგაზრდები სწავლითა და სპორტით, ხოლო დიდები სამსახურით უნდა იყვნენ დაკავებულნი და ნარკოტიკული საშუალებისთვის დრო აღარ ექნებათ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით