მალდინი კალაძეზე: "ვაღიარებ, რომ კახი კალაძე ჩემზე მაღლა დგას"

1-08-2019, 23:43

2006 წელს "მილანის" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა პაოლო მალდინი თანაგუნდელ კახა კალაძეზე საქებარ სიტყვებს არ იშურებდა. თავმდაბალი პაოლო დასძენდა, რომ მაშინ მასზე წინ მხოლოდ ქართველი ფეხბურთელი იდგა.

"ჯერ კიდევ შემიძლია თამაში, თუმცა, ისიც კარგად მახსოვს, რომ 37 წლის ვარ, ჩემი საყვარელი ადგილი დაცვის ცენტრია, სადაც ახლა კალაძე თამაშობს და საკმაოდ კარგადაც".

"როდესაც ქართველის თამაშს ვუყურებ, ორმაგი განცდა მაქვს - მიხარია, რომ "მილანელებს" ასეთი მაღალი დონის მცვლი გვყავს და მწყინს, რომ მე მას ვეღარ ვჯობნი".

აქვე აღსანიშნავია, რომ ამ წლის აპრილის თვეში კახი ევროპის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს, მარტის თვეში კი კალა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრად დასახელდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით