ზიდანი: "ექიმმა გარეთს მოგზაურობისგან თავის შეკავება ურჩია"

2-08-2019, 00:53

მადრიდის "რეალის" უელსელმა გარემარბმა, გარეთ ბეილმა გუნდთან ერთად აუდის თასზე მონაწილეობა ვერ მიიღო.

ევროპელი ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ ამის მიზეზი მისი სავარაუდო ტრანსფერი გახლდათ. თუმცა, ზინედინ ზიდანმა ჭორები უარყო.

"ერთადერთი მიზეზი რის გამოც გარეთი ჩვენთან ერთად არაა გახლავთ ის, რომ თავს ცუდად გრძნობს. ექიმმა მას დროებით მოგზაურობისგან თავის შეკავება ურჩია."

"როდესაც ვესაუბრეთ ექიმებს, მათ გვითხრეს, რომ ჯობდა მადრიდში დარჩენილიყო და ევარჯიშა." - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით