ზაჰა სერია ა-ში?

2-08-2019, 01:40

დღეს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იტალიური "ნაპოლი" "კრისტალ პალასის" შემტევით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდება "პალასისი" რიგებიდან, ვილფრიდ ზაჰა გადმოიბიროს.

როგორც ცნობილია, "ნაპოლის" ბოსები უახლოეს პერიოდში ოფიციალიური წინადადებით მიმართავენ "არწივებს"

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ფეხბურთელის დამატებას ასევე, "ბაიერნი" და "ევერტონი" ცდილობს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ვილფრიდ ზაჰას ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 40 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით