კანსელოს შეძენით პრემიერ ლიგის გრანდი დაინტერესდა

2-08-2019, 01:58

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ სიტი" ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ქალაქელები" აქტიურად ეცდებიან, "ტურინული" კლუბიდან ჟოაო კანსელო გადმოიბირონ.

როგორც ცნობილია, "მან სიტის" ბოსები მზად არიან, "იუვენტუსს" პორტუგალიელ ფეხბურთელში 60 მილიონი ევრო გადაუხადონ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "ტურინული" კლუბის მაისურით 34 შეხვედრა ჩაატარამ სადაც თავი 1 გატანილი გოლით და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით