გარეთ ბეილი "რეალში" რჩება !

2-08-2019, 04:10

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალის" უელსელი თავდამსხმელის, გარეთ ბეილის მომავალი გარკვეულია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ რაც ჩინური სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, 30 წლის ვარსკვლავის მიერ გუნდის დატოვების შანსები, მკვეთრად შემცირდა.

ცნობების მიხედვით, ერთადერთი გზა ბეილის "ლოს ბლანკოსიდან" წასვლისა, ბოლო მომენტში, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" შეთავაზებას მიღება იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელი, ჩინეთის სუპერ ლიგაში გადასვლის შემთხვევაში, კვირეული ანაზღაურების სახით, 1 მილიონ ევროს მიიღებდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით