"ბარსელონა" სამუელ უმტიტის გასხვისებას არ გეგმავს !

2-08-2019, 04:14

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონამ" სამუელ უმტიტის გასხვისების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გრანდი, მოთამაშის სანაცვლოდ მიღებული არაერთი შეთავაზების განხილვის შემდეგ, უმტიტის დატოვებაზე შეჯერდა.

ცნობების მიხედვით, კლუბის პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ ახლა ფეხბურთელთან, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაიწყებს მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხენებული ფრანგი ცენტრალური მცველის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით