"მანჩესტერ სიტიმ" ლეროი სანეს სანაცვლოდ 130 მილიონი გირვანქა მოითხოვა !

2-08-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტიმ", გუნდის გერმანელი თავდამსხმელის, ლეროი სანეს სანაცვლოდ, 130 მილიონი გირვანქა მოითხოვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობის კლუბი ამ ნაბიჯით, ეცდება იმ ევროპული გრანდების ინტერესი შეამციროს, რომლებიც სანეს გადაბირებას სცდილობენ.

ცნობების მიხედვით, "სიტიმ" ამასთან ერთად, 23 წლის შემტევთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაიწყო მუშაობა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის შეძენით ამჟამად ყველაზე მეტად, მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით