"ბარსელონა" ფილიპ მაქსის გადაბირებას ეცდება !

2-08-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონამ", მარცხენა მცველის პოზიციაზე ჟორდი ალბას შესაძლო კონკურენტს მიაგნო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გრანდის ხელმძღვანელობა ამ მიზნით ახლა გერმანიაში იმყოფება და "აუგსბურგის" ფეხბურთელის, ფილიპ მაქსის გადაბირებას სცდილობს.

ცნობების მიხედვით, 25 წლის მოთამაშის შესაძენად "ბლაუგრანას" მინიმუმ 22.5 მილიონი ევროს გამეტება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ მაქსის ყიდვით ამასთან ერთად, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით