"რომა" დეიან ლოვრენს უახლოვდება !

2-08-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, იტალიური "რომა", მერსესაიდული "ლივერპულის" ხორვატი ცენტრალური მცველის, დეიან ლოვრენის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაულო ფონსეკას ხელმძღვანელობის გუნდი მზადაა 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 25 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

ცნობების მიხედვით, ლოვრენის გადაბირება "რომას" პრიორიტეტად მას შემდეგ იქცა, რაც იტალიაში ასპარეზობაზე "ტოტენჰემის" ბელგიელმა მცველმა, ტობი ალდერვეირელდმა განაცხადა უარი.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამასთან ერთად, მილანის "ინტერია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით