ბეილმა "რეალში" ვარჯიში განაახლა

2-08-2019, 16:14

მადრიდის "რეალის" ხუთშაბათის ვარჯიშზე გარეტ ბეილიც გამოჩნდა.

უელსელმა ფეხბურთელმა ჩინეთში ჩავარდნილი ტრანსფერის შემდეგ "სამეფო კლუბში" პირველი ვარჯიში ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე გარეტ ბეილი ჩინეთში გაემგზავრა. კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული იყო, მაგრამ "რეალმა" ბოლო მომენტში ტრანსფერი ჩაშალა.

გეტყვით იმასაც, რომ მადრიდის "რეალსა" და 30 წლის უელსელ ფეხბურთელს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით