დიბალას აგენტი "მანჩესტერ იუნაიტედს" მოელაპარაკა

2-08-2019, 15:37

როგორც მოგეხსენებათ, მედიაში უკვე დიდი ხანია იწერება, რომ "იუვენტუსის" შემტევი პაულო დიბალა გუნდის დატოვებასთან ახლოს არის.

გავლენიანი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, 25 წლის არგენტინელის აგენტი, ხორხე ანტუნი "მანჩესტერ იუნაიტედთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს და ტრანსფერის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა "იუვენტუსის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მან ტურინული კლუბის მაისური 182-ჯერ მოირგო, 78 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა მიითვალა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით