გაცვლა აღარ შედგება!

2-08-2019, 18:19

La Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, რომ ტურინის იუვენტუსის არგენტინელ შემტევს, პაულო დიბალას, მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა არ სურს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ფეხბურთელებს გაცვლიდნენ.

ამ გაცვლის შედეგად პაულო დიბალა მანჩესტერში, ხოლო რომელუ ლუკაკუ ტურინში აღმოჩნდებოდა.

გავრცელებული ცნობებით გუშინ პაულო დიბალა ტურინული გუნდის ახალ მწვრთნელს, მაურიციო სარის, შეხვდა. ამ შეხვედრის შედეგად კი, როგორც ჩანს, არგენტინელმა ტურინში დარჩენა გადაწყვიტა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით