მორიგი მეგა ტრანსფერი. "რეალმა" კიდევ ერთ ვარსკვლავთან მიაღწია შეთანხმებას

2-08-2019, 19:29

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ამსტერდამის "აიაქსის" ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკი მადრიდის "რეალში" გადავა.

გავრცელებული ცნობა ამსტერდამელთა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა მედიის წარმომადგენლებთან დაადასტურა.

"მისი წასვლა ჩვენთვის დიდი დანაკარგია, მაგრამ ვიცოდით, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო. გვინდოდა მისი შენარჩუნება, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა, როდესაც საქმეში ასეთი კალიბრის გუნდი ერთვება, ძალიან რთულია შენარჩუნება", - განაცხადა ტენ ჰაგმა.

დაუდასტურებელი ცნობით, "სამეფო კლუბმა“ "აიაქსს" ჰოლანდიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო გადაუხადა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით