იურგენ კლოპი: "თითოეული მოთამაშისგან მაქსიმალურის მიღება იქნება საჭირო"

3-08-2019, 04:21

მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი, პრემიერ ლიგის მომდევნო სეზონზე საუბრობს:

"როგორც ხედავთ, ჩვენი კონკურენტები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას არ წყვეტენ და საკუთარ შემადგენლობას ყოველდღე აძლიერებენ, რისი ფუფუნებაც სამწუხაროდ ამ ეტაპზე აღარ გაგვაჩნია."

"ამიტომაც ერთადერთი გზა მეტოქეებთან საბრძოლველად, თითოეული მოთამაშისგან მაქსიმალურის მიღება იქნება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ გუნდს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ჯერ-ჯერობით ერთი ხმაურიანი ტრანსფერიც კი არ განუხორციელებია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით