ჰარი მაგუაიერი "მანჩესტერ იუნაიტედში" მიდის !

3-08-2019, 04:24

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ინგლისური "ლესტერის" ცენტრალური მცველის, ჰარი მაგუაიერის მომავალი უკვე გარკვეულია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის ფეხბურთელის მომდევნო გუნდი, "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნება, სადაც ის 80 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ გადაბარგდება.

ცნობების მიხედვით, მაგუაიერი "იუნაიტედში", კვირეული ანაზღაურების სახით, 175 000 ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამასთან ერთად, "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით