ფელიპე კოუტინიო "არსენალში" ?!

3-08-2019, 04:27

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველი, ფელიპე კოუტინიო შესაძლოა მალე კვლავ პრემიერ ლიგაში ვიხილოთ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის ფეხბურთელის შეძენის სურვილი მოულოდნელად, უნაი ემერის ხელმძღვანელობის ლონდონის "არსენალს" გაუჩნდა.

ცნობების მიხედვით, "მეთოფეების" მთავარი მიზანი, კოუტინიოს 2 წლიანი იჯარით გადაბირება, შემდეგ კი მის სანაცვლოდ 75 მილიონი ევროს გადახდა იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის ყიდვით ამასთან ერთად, მერსესაიდული "ლივერპულია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით