ვილიან სილვა "ჩელსიში" რჩება !

3-08-2019, 04:30

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელი თავდამსხმელის, ვილიან სილვას მომავალი უკვე გარკვეულია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 30 წლის შემტევი მომდევნო სეზონს, კვლავ მისი ამჟმინდელი გუნდის რიგებში გაატარებს, რომელთანაც სულ მალე, კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

ცნობების მიხედვით, ვილიანი ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, კვირეული ანაზღაურების სახით, 150 000 გირვანქას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, "დორტმუნდის ბორუსიაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით