მარიო მანჯუკიჩი "მანჩესტერ იუნაიტედს" უახლოვდება !

3-08-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" ხორვატი თავდამსხმელი, მარიო მანჯუკიჩი, "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 33 წლის შემტევს, ინგლისური გრანდის ხელმძღვანელობა, ბელგიელი რომელუ ლუკაკუს შედარებით დაბალფასიან შემცვლელად მოიაზრებს.

ცნობების მიხედვით, მანჯუკიჩის გადასაბირებლად "იუნაიტედს", მინიმუმ 15 მილიონი ევროს გამეტება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამასთან ერთად, ლონდონის "ჩელსია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით