კილიან მბაპე: "კარგი იქნება თუ ნეიმარ ჟუნიორის ტრანსფერის საკითხში სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებს არ გავიმეორებთ"

3-08-2019, 12:08

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავი, კილიან მბაპე, გუნდის ბრაზილიელ თავდამსხმელზე, ნეიმარ ჟუნიორზე საუბრობს:

"მოთამაშის მნიშვნელობას გუნდისთვის ყველა მხოლოდ მაშინ იგებს, როდესაც რეალურად ფეხბურთელი უკვე სხვა გრანდის მაისურით იწყებს ასპარეზობას."

"კარგი იქნება თუ ნეიმარის ტრანსფერის საკითხში სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებს არ გავიმეორებთ, საქმეს პროფესიონალურად მივუდგებთ და მის გადარწმუნებას მოვახერხებთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 27 წლის შემტევის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით