"მანჩესტერი" ნერეშის შეძენით დაინტერესდა

3-08-2019, 10:18

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ ლიგის გრანდი ამსტერდამის "აიაქსის" ბრაზილიელი შემტევით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" დევიდ ნერეშის დამატებას ზაფხული სატრანსფერო ფანჯრის დროს ეცდება.

როგორც ცნობილია, ინგლისური კლუბის ბოსები მზად არიან ახალგაზრდა ფეხბურთელში 30 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "აიაქსის" მაისურით 42 შეხვედრა ჩაატარა სადაც თავი 11 გატანილი გოლით და 8 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით