ტენ ჰაგი: "მისი "რეალში" გაშვება ჩვენთვის მძიმე იქნება"

3-08-2019, 15:09

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცლდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამსტერდამის "აიაქსის" ერთ-ერთი ლიდერით, დონი ვარ დე ბეკის გადაბირებით მადრიდის "რეალი" დაინტერესდა.

აღნიშნულ ინფორმაცია, ამსტერდამული კლუბის მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი გამოეხმაურა.

"დონი ვან დე ბეკი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და აქიდან გამომდინარე ჩვენი კლუბი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ფეხბურთელი შევინარჩუნოთ".

"თუმცა, როდესაც ჩვენი ფეხბურთელის მიმართ ასეთი დონის კლუბები ინტერესდებიან, ძალიან რთულია მათთვის უარის თქმა", – განაცხადა ჰოლანდიური კლუბის დამრიგებელმა.

პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად "რეალმა" უკვე მიაღწია შეთანხმებას ვან დე ბეკთან, თუმცა ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ  "სამეფო კლუბის" პოლ პოგბას გადაბირებას ვერ შეძლებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით