"ბარსელონამ" კოუტინიოს ფასი დაადო, მაგრამ ოფიციალური შეთავაზებები ჯერ არ ჩანს

3-08-2019, 15:31

Marca-ს მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, "ბარსელონას"  ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ფილიპე კოუტინიოს გარჯით და მზად არის კლუბიდან შესაფერისი თანხის სანაცვლოდ გაუშვას.

კატალონიურმა კლუბმა კოუტინიო  100 მილიონად შეაფასა, თუმცა აღსანიშვავია, რომ  ამ დროისთვის არცერთი კლუბისგან ოფიციალური წინადადება არ მიუღია ტრანსფერის თაობაზე.

მედიაში ვრცელდება ჭორები, რომ კოუტინიოთი სერია ა-ს ზოგიერთი გრანდი და ლონდონის "არსენალი"  ინტერეედებიან, თუმცა, როგორც  უკვე აღვნიშნეთ, "ბარსელონასთვის"  კოუტინიოს თაობაზე ოფიციალურად არცერთ კლუბს არ მიუმართავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით