მბაპე: "ნეიმარს ეს პირადად ვთხოვე"

3-08-2019, 16:12

"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა კილიან მბაპემ თანაგუნდელი ნეიმარის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"მასთან გულწრფელი საუბარი მქონდა. ნეიმარს ვუთხარი, რომ ჩვენ გუნდში დარჩეს. მან იცის, რას ვფიქრობ არსებულ სიტუაციაზე. ნეიმარს პატივს ვცემ და მისით აღტაცებული ვარ", – განაცხადა მბაპემ.

როგორც იცით, ბრაზილიელი ვარსკვლავის შეძენა კატალონიის "ბარსელონას" სურს. დიდი შანსია, მან ამ ზაფხულს კლუბი შეიცვალოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით