კოვაჩი: "სუპერთასი მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა მოვიგოთ"

3-08-2019, 17:29

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" გასამართი  მატჩზის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ვფიქრობ, რომ სუპერთასი საჭირო თასია და ჩვენ მისი მოგება გვსურს".

"ბორუსია" საგრძნობლად გაძლიერდა, ამიტომ რთული შეხვედრა გველის. შესაძლოა, ყველაფერი ისე არ გამოვიდეს, როგორც წარმოგვიდგენია, შესაბამისად, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ".

"ჩვენ რამდენიმე ამხანაგური მატჩი წარმატებით ჩავატარეთ. ყველაზე მეტად იმით ვიყავი კმაყოფილი, რომ ჩემი ფეხბურთელები მოედანზე ისე მოქმედებდნენ, როგორც ერთი მთლიანი გუნდი. გვინდა, რომ ასე გავაგრძელოთ", - აცხადებს ნიკო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით