"რეალს" ახალი სამიზნე ჰყავს

3-08-2019, 17:44

ესპანურ მედიაში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალი" "სპორტინგის" კაპიტნის ბრუნო ფერნანდეშის გაფორმებაზე გადაერთო.

გავრცელებული ინფორმაციით, ზინედინ ზიდანი პორტუგალიელში პოლ პოგბას ალტერნატივას ხედავს, რომლის ყიდვა მადრიდელებმა ამ დრომდე მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლეს.

24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ "სპორტინგი" 70 მილიონ ევროს ითხოვს და ესპანური მხარეც მზადაა ეს თანხა გაიღოს.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით