გარიგება შედგა, "ბარსელონამ" მორიგ ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწია

4-08-2019, 00:01

კატალონიის "ბარსელონა" ახლოს არის "ბეტისის" მარცხენა მცველის, ხუან ფირპოს დამატებასთან. ესპანური პრესის ცნობით, გარიგება უკვე შემდგარია და კონტრაქტზე ხელის მოწერაღა დარჩა.

თუმცა, 22 წლის მცველი კატალონიური გრანდის დიდი სიყვარულით არ გამოირჩევა. ახალგაზრდა ფეხბურთელს ფანებმა ძველი ცოდვები "გაუხსენეს".

კერძოდ, 7 წლის წინ ფირპო სოციალურ ქსელში ისეთ სტატუსებს წერდა, რომელიც "ბლაუგრანას" ქომაგებს ნამდვილად არ ესიამოვნებათ.

"მესი, იმედი მაქვს ვინმე ისეთი შეგხვდება, ვინც ფეხებს დაგამტვრევს." "მესი - ვირიშვილო." - სწორედ ამ ტიპის სტატუსებს წერდა Twitter-ის მეშვეობით ფირპო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით