პეპ გვარდიოლა: "წარსულის წარმატებებს ჩემპიონთა ლიგის ტიტულზე არ გავცვლიდი"

4-08-2019, 04:27

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, მის კლუბზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა იმისათვის, რომ ჩვენ გრანდის სტატუსი შევიძინოთ, ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვება გვჭირდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამისათვის სხვა რამეზე უნდა ვთქვათ უარი."

"გავცვლიდი თუ არა პრემიერ ლიგის 2 თასს ევროპული ტურნირის ტრიუმფზე ? ამის გაკეთებას არასდროს მოვისურვებდი."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდი, 4 აგვისტოსს, თბილისის დროით 18:00 საათზე, ინგლისის სუპერ თასზე, მერსესაიდულ "ლივერპულს" დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით