"მანჩესტერ სიტი" ისკო ალარკონს უახლოვდება !

4-08-2019, 04:30

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტი", მადრიდის "რეალის" ესპანელი ნახევარმცველის, ისკო ალარკონის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის ფეხბურთელი "ლოს ბლანკოსის" თავკაცის, ზინედინ ზიდანის სამომავლო გეგმებში აღარ შედის, ამიტომაც შუახაზელმა სათამაშო დროის გაზრდის მიზნით, კლუბის დატოვება მოინდომა.

ცნობების მიხედვით, ამით სარგებლობას "სიტი" შეეცდება, რომელსაც ისკოს სანაცვლოდ, მინიმუმ 65 მილიონი ევროს გამეტება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამასთან ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით