"მანჩესტერ იუნაიტედს" დავიდ ნერეშის ტრანსფერი სურს !

4-08-2019, 04:33

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედმა", ბელგიელი თადამსხმელის, რომელუ ლუკაკუს კიდევ ერთ ალტერნატივას მიაგნო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გრანდის პრეზიდენტი, ედ ვუდვორდი ბოლო დროს, ამსტერდამის "აიაქსის" ბრაზილიელი შემტევით, დავიდ ნერეშით დაინტერესდა.

ცნობების მიხედვით, ჰოლანდიური გუნდის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავის სანაცვლოდ, "იუნაიტედს" მინიმუმ 45 მილიონი ევროს გამეტება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამასთან ერთად, მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით