"ჩელსის" ტიემუე ბაკაიოკოსა და დანი დრინქვოთერის გაყიდვა სურს !

4-08-2019, 04:36

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" ახლად დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, ინგლისელმა ფრენკ ლამპარდმა, არასასურველი მოთამაშეების სიის შედგენა დაასრულა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალისტმა, ფრანგი და ინგლისელი ნახევარმცველების, ტიემუე ბაკაიოკოსა და დენი დრინქვოთერის გასხვისება მოინდომა.

ცნობების მიხედვით, "ჩელსის" მთავარი მიზანი, ამ მოთამაშეებს სეზონის დაწყებამდე გაყიდვა იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდი, 2 სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში, დისკვალიფიკაციის გამო, ფეხბურთელების გადაბირებას ვერ მოახერხებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით