ლეროი სანემ შესაძლოა 11 მილიონი ევრო დაკარგოს !

4-08-2019, 04:39

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტის" გერმანელ თავდამსხმელს, ლეროი სანეს პრობლემა შეექმნა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება 23 წლის შემტევთან მოლაპარაკებები კონტრაქტის გასახანგრძლივებლად, მით უფრო შემცირდება მისი სამომავლო ანაზღაურება.

ცნობების მიხედვით, თუ მოვლენები ასე გაგრძელდა, სანემ შესაძლოა მომდევნო ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, 11 მილიონი ევრო დაკარგოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით