"რეალი" ბრუნო ფერნანდეშისთვის ბრძოლაში ჩაერთო !

4-08-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალი", ლისაბონის "სპორტინგის" პორტუგალიელი ნახევარმცველის, ბრუნო ფერნანდეშისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლოს ბლანკოსი" 24 წლის შუახაზელს, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ფეხბურთელის, პოლ პოგბას ალტერნატივად მოიაზრებს.

ცნობების მიხედვით, ფერნანდეშის სანაცვლოდ "რეალს", მინიმუმ 65 მილიონი ევროს გამეტება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, ლონდონის "ტოტენჰემია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით