ოფიციალურად: "ბარსელონამ" მორიგი ტრანსფერი განახორციელა!

4-08-2019, 15:41

"ბარსელონას" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა სულ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ანდალუსიური "ბეტისიდან" მარცხენა მცველი, ჟუნიორ ფირპო დაიმატეს. მთელი ზაფხულის მანძილზე, "ბლაუგრანა" ჟორდი ალბას რეზერვისტის ძებნაში გახლდათ გართული და საბოლოოდ, არჩევანი სწორედ ახალგაზრდა ესპანელზე შეჩერდა.

კატალონიელებმა ფირპოში 18 მილიონი ევრო გაიღეს, რომელიც ბონუსების გათვალისწინებით, შესაძლოა, 25.000.000 ევრომდე გაიზარდოს. ჟუნიორი თავის აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელებს გამოემშვიდობება და "ბარსასთან" ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

22 წლის ფლანგელმა სამედიცინო შემოწმება დღეს გაიარა. ტრანსფერის დაჩქარება პირადად "ბარსას" მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს მოთხოვნა იყო, რამეთუ ბასკ სპეციალისტს სურდა, რომ ჟუნიორს ამერიკულ ტურნეშიც მიეღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ ფირპოთი სხვა, საკმაოდ სახელოვანი გუნდებიც ინტერესდებოდნენ, მათ შორისაა მერსესაიდული "ლივერპულიც", მიუხედავად იმისა, რომ ფირპო კარგად აცნობიერებს თუ რაოდენ დიდი კონკურენტი ჰყავს თავის პოზიციაზე, ჟორდი ალბას სახით, მან მაინც კატალონიურ გრანდზე შეაჩერა არჩევანი და ბუნებრივია, თავის საუკეთესოდ წარმოსაჩენად არაფერს დაიშურებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით