ოფიციალურად: კინი "ევერტონის" ფეხბრთელია

4-08-2019, 16:09

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, იტალიის ეოვნული ნაკრების თავდამსხმელი მოიზე კინი ტურინის "იუვენტუსიდან" "ევერტონში" გადავიდა.

როგორც ლივერპულული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, 19 წლის იტალიელმა კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჯერჯერობით არ გავრცელებულა ცნობა იმის შესახებ, თუ რა ანაზღაურება აიღეს ტურინელებმა "ევერტონისგან" კინის სანაცვლოდ.

გასულ სეზონში "ბიანკონერის" მაისურით მოიზემ იტალიის ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.

2018/19 წლების სეზონში იტალიელის სატრანსფერო ღირებულება 12-დან 40 მილიონ ევრომდე გაიზარდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით