"მილანმა" კიდევ ერთი ტრანსფერი გააოფიციალურა

4-08-2019, 17:31

როგორც მილანური გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, "ემპოლის" ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი ისმაელ ბენასერი კარიერას "მილანში" გააგრძელებს.

ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე გააფორმა, ტრანსფერის ღირებულება კი ჯერ-ჯრობით არ სახელდება.

მოგახსენებთ, ბენასერი ფრანგული "არლის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია და "არსენალმა" 2015 წელს დაიმატა. ინგლისელებმა "ემპოლის" ნახევარმცველი 2017 წელს მიყიდეს.

გასულ ორ სეზონში ბენასერმა 77 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით