სოლსიაერი: "პოგბა ჩვენთან დარჩება"

4-08-2019, 18:01

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა მედიის წარმომადგენლებთან პოლ პოგბას შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა.

"ეჭვიც არ მეპარება, რომ პოლ პოგბა ამ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩება".

"მას მცირე ტრავმა აქვს და მომდევნო კვირაში ვარჯიშს განაახლებს. ის "ჩელსისთან" მატჩს კარგ მდგომარეობაში მყოფი უნდა შეხვდეს", – განაცხადა მანჩესტერული კლუბის თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგ ნახევარმცველს ყველაზე ხშირად მადრიდის "რეალს" უკავშირებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით