გვარდიოლამ ყვითელი ბარათი მიიღო და ისტორიული ფაქტი დააფიქსირა

5-08-2019, 04:19

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი პეპ გვარდიოლა, პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, პირველი თავკაცი გახდა ინგლისის ისტორიაში, რომელმაც მატჩის მიმდინარეობისას ყვითელი ბარათი მიიღო.

ცნობების მიხედვით, არბიტრმა მარტინ ატკინსონმა, გვარდიოლას დასჯა, უკვე "ტრადიციად" ქცეული დავის გამო მოინდომა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ინციდენტი, ინგლისის სუპერ თასზე, მერსესაიდული "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოხდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით