პეპ გვარდიოლა: "ჩვენ ჰარი მაგუაიერისთვის საჭირო თანხა არ გვქონდა"

5-08-2019, 04:26

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, ინგლისელ ცენტრალურ მცველზე, ჰარი მაგუაიერზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა ასეთი დონის მცველის საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა სასიამოვნო იქნებოდა, თუმცა ჩვენც კი გარკვეული ფინანსური შეზღუდვები გვაქვს, რამაც ამ შემთხვევაში უკან დაგვხია."

"მთლიანობაში დასკვნა ასეთია, "მანჩესტერ სიტიმ" მაგუაიერისთვის საჭირო თანხის მოგროვება ვერ მოახერხა."

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოთ ხსენებული 26 წლის ფეხბურთელი, "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით