მაურისიო პოჩეტინო: "დელე ალი სეზონის დასაწყისს გამოტოვებს"

5-08-2019, 11:35

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინო, გუნდის ინგლისელ ნახევარმცველზე, დელე ალიზე საუბრობს:

"ექიმებთან ბოლო დღეების განმავლობაში კონტაქტი არ მქონია, თუმცა ჩემთვის ცნობილი ინფორმაციიდან თუ ვიმსჯელებთ, დელე ალი პრემიერ ლიგის სეზონის დასაწყისს გამოტოვებს."

"დიახ, მას ისევ ბარძაყის ის ტრავმა აქვს, რის გამოც გარკვეული მატჩები, წინა გათამაშებაშიც გააცდინა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდი ინგლისის ჩემპიონატს, 10 აგვისტოს, "ასტონ ვილას" წინააღმდეგ გახსნის.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით