კევინ დე ბრუინი: "იმედი მაქვს ლეროი სანე "მანჩესტერ სიტიში" დარჩება"

5-08-2019, 12:35

"მანჩსტერ სიტის" ბელგიელი ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი, გუნდის გერმანელ თავდამსხმელზე, ლეროი სანეზე საუბრობს:

"ლეროი გასახდელში ყველას უყვარს, ის კარგი ადამიანია, რომელმაც გასული სეზონების განმავლობაში ჩვენთვის არაერთი რამ გააკეთა და სათამაშო დროის შემცირებასაც კი დათანხმდა."

"ვიცი რთულია ისეთ შემოთავაზება უარის თქმა, როდესაც ევროპის ერთ-ერთი უდიდესი გრანდის შეტევის გასაღებს გპირდებიან, თუმცა მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს სანე "სიტიში" დარჩება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 23 წლის ფეხბურთელის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით