ოფიციალურად, ლეო მესიმ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. რა ბედი ელის არგენტინელს

5-08-2019, 14:53


კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი არდადეგებიდან 31 ივლისს დაბრუნდა და ვარჯიშის დაწყება მხოლოდ დღეს შეძლო. სამწუხაროდ, ხუგთზის ოქროს ბურთის მფლობელმა დაზიანება მარჯვენა ფეხზე მიიღო, რის გამოც "სიუტატ ესპორტივა" ადრე დაატოვებინეს.

ოფიციალური ცნობით, მას წვივის უკანა კუნთის პირველი ხარისხსის დაჭიმვა აქვს. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელ განაცხადს გამოაკლდა და, დიდი ალბათობით, რეაბილიტაციას ბარსელონაში გაივლის.

ამ დროისთვის უცნობია, რა დროით დაემშვიდობება მესი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით