ოფიციალურად: ადრიანი "ლივერპულის" ფეხბურთელია

5-08-2019, 18:30

მერსისაიდულმა "ლივერპულმა" სიმონე მინოლეს შემცვლელს "ვესტ ჰემში" მიაგნო.

"ჩაქუჩების" 31 წლის ყოფილი კიპერი, ადრიანი კარიერას "წითლების" რიგებში გააგრძელებს".

ვეტერან ფეხბურთელს სეზონის დასრულების შემდგომ ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და მან თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურა "ლივერპულს".

შეგახსენებთ, რომ მინოლე კარიერას საკუთარ სამშობლოში, "ბრიუგეს" შემადგენლობაში განაგრძობს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით